ექიმები შორენა ბეგაშვილის შვილის ოპერაციული ჩარევის მიზანშეწონილობის საკითხზე მსჯელობენ. მსახიობისა და ტელეწამყავნის შვილს ხერხემლის სამი მალის, ბეჭის და ბარძაყის მოტეხილობები აღენიშნება.
ექიმების განცხადებით, მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მათივე ინფორმაციით, პაციენტი მართვით სუნთქვაზე არ იმყოფება და ჯერჯერობთ არც ოპერაცია უტარდება.
შორენა ბეგაშვილის შვილი საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულიდან გადმოვარდა.