logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპი: აშშ-სთვის რუსეთთან მეგობრობა გაცილებით უკეთესი იქნებოდა, ვიდრე პირიქით
- +

5 თებერვალი. 2017. 16:55



ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Fox News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის რუსეთთან მეგობრობა გაცილებით უკეთესი იქნებოდა, ვიდრე პირიქით.

 

„ვფიქრობ, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის რუსეთთან მეგობრობა გაცილებით უკეთესი იქნებოდა, ვიდრე პირიქით. თუ რუსეთი ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლაში გვეხმარება და ეს დიდი ბრძოლაა, ეს ძალიან კარგია", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.


ტრამპმა ვლადიმირ პუტინისადმი პატივისცემა კიდევ ერთხელ დააფიქსირა და აღნიშნა, რომ მას დიდ პატივს სცემს.


„მე მას პატივს ვცემ. მე ბევრ ადამიანს ვცემ პატივს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათთან კარგი ურთიერთობა მაქვს", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner