ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს შეხვდება.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი პაველ კლიმკინი აშშ-ში პრეზიდენტის ვიზიტის მოსამზადებლად გაემგზავრება.
შეხვედრამდე ტრამპსა და პოროშენკოს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. თეთრი სახლის ინფორმაციით, სხვა საკითხებთან ერთად, ლიდერებმა უახლოეს მომავალში შეხვედრის პოტენციალი განიხილეს.