„ქართული ოცნების" წევრი ოთარ აბესაძე მამუკა მდინარაძისა და ნიკა გვარამიას გუშინდელ დაპირისპირებას ეხმიანება და სოციალურ ქსელში მდინარაძის მისამართით სტატუსს აქვეყნებს:
„დარწმუნებული ვარ, ამ სასოწარკვეთილ ისტერიკაზე ეთერს მიღმა ბევრი იცინე. სრული მარაზმი, რომელიც არ შეესაბამება არცერთ ცივილურ სტანდარტს.
ტელევიზია, რომელიც გარდაიქმნა სტანდარტულ პოლიტიკურ პარტიად, ნიკა გვარამია, რომელიც არის „რუსთავი 2"- ის გენერალური პროკურორი და სისტემა, რომელიც ორიენტირებულია აბსოლუტურ ტყუილზე და შეურაცხყოფაზე.
ჯობს უბრალოდ გადართოთ ან მათ გადაცემებში არ მივიღოთ მონაწილეობა, რადგან არავინ არ არის დაზღვეული ცილისწამებისა და შეურაცხყოფისგან", - წერს ოთარ აბესაძე.