logo_geo
eng_logo
ნიკა გვარამია: ძალიან არ მომეწონა ჩემი თავი
- +

5 თებერვალი. 2017. 21:36



„რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია გუშინდელ ეთერთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განმარტებას აკეთებს:

 

„გადავახვიე. ვუყურე. ძალიან არ მომეწონა ჩემი თავი. ბოდიშს ვუხდი მაყურებელს, კორუფციაში ბრალდებისას ნერვებს რომ ვერ ვიმორჩილებ", - წერს გვარამია. 


შეგახსენებთ, რომ 4 თებერვალს საპარლამენტო უმრავლესობის წევრ მამუკა მდინარაძესა და ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას შორის პირდაპირ ეთერში კამათი მოხდა.


მამუკა მდინარაძე მოსამართლეების შესახებ საუბრობდა, მათ შორის დეპუტატმა საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის მიერ ქონების შეძენის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე გაამახვილა ყურადღება. აღნიშნულის შემდეგ ეთერში ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ჩაერთო, რასაც მოჰყვა სიტყვიერი დაპირისპირება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner