logo_geo
eng_logo
თათია მოლაშვილი: შუქი რომ მოხვდა სულხანს, დაცემულა...
- +

5 თებერვალი. 2017. 22:39


 

„სარდაფში, სადაც სულხანი იჯდა, არ იყო ელექტროგაყვანილობა... სრულიად სიბნელეში იყო, მათიას იორში რომ შევიდა პირველად და კარები გაუღია, შუქი რომ მოხვდა სულხანს, დაცემულა", - ამის შესახებ სულხან მოლაშვილის მეუღლე თათია მოლაშვილი „აიპრესთან" მიცემულ ინტერვიუში საუბრობს.


„მათიას იორშთან ერთად კიდევ მეორე წარმომადგენელი იყო ევროკავშირიდან, ცუდად გახდა ის კაცი და გაიყვანეს საკნიდან. მათიას იორშს ინტერვიუ რომ ჩამოართვეს ჟურნალისტებმა, თქვა, ასეთ პირობებში ჩვენთან ცხოველებს არ ამყოფებენო.

 

კიდევ ერთ ამბავს მოგიყვებით... ციხეში, სადაც სულხანი იჯდა, ერთ-ერთ დაკავებულ თანამდებობის პირთან შეაგზვნეს ცხელ-ცხელი ხაჭაპურები, ბადრაგი არ იდგა იმ დროს გასული იყო. სულხანს ცხელი ხაჭაპურები მიაწოდა ამ ადამიანმა და სულხანს იმდენად შიოდა, მთლიანად დაუკეცია და მთლიანად ჩაუდია პირში, მაგრამ ბადრაგს მიუსწრია და გადმოაყრევინეს პირიდან. ჩვენ არაფერს გვაგზავნინებდნენ, არაფერს არ იღებდნენ, რადგან არაფრის შეტანა არ შეიძლებოდა", - იხსენებს თათია მოლაშვილი.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner