ყოფილი იუგოსლავიის საკითხზე საერთაშორისო სასამართლომ ბოსნიელი სერბების ყოფილ ლიდერს რადოვან კარაჯიჩს 40 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
კარაჯიჩი 1992-1995 წლებში ბოსნიის ომში გენოციდსა და სამხედრო დანაშაულებში მონაწილეობისთვის გაასამართლეს.
BBC-ის ცნობით, სასამართლომ კარაჯიჩი სრებრენიცაში მუსულმანების მასობრივ მკვლელობაში დამნაშავედ სცნო. სრებრენიცაში 1995 წელს კარაჯიჩის ბრძანებით 7 ათასზე მეტი მამაკაცი მოკლეს. კარაჯიჩი ასევე დამნაშავედ სცნეს სარაევოს მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმასა და მკვლელობაში ამ ქალაქზე შეტევის დროს.