logo_geo
eng_logo
რადოვან კარაჯიჩს 40 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
- +

27 მარტი. 2016. 10:52


ყოფილი იუგოსლავიის საკითხზე საერთაშორისო სასამართლომ ბოსნიელი სერბების ყოფილ ლიდერს რადოვან კარაჯიჩს 40 წლით პატიმრობა მიუსაჯა.



კარაჯიჩი 1992-1995 წლებში ბოსნიის ომში გენოციდსა და სამხედრო დანაშაულებში მონაწილეობისთვის გაასამართლეს.



BBC-ის ცნობით,  სასამართლომ კარაჯიჩი სრებრენიცაში მუსულმანების მასობრივ მკვლელობაში დამნაშავედ სცნო. სრებრენიცაში 1995 წელს კარაჯიჩის ბრძანებით 7 ათასზე მეტი მამაკაცი მოკლეს. კარაჯიჩი ასევე დამნაშავედ სცნეს სარაევოს მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმასა და მკვლელობაში ამ ქალაქზე შეტევის დროს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner