logo_geo
eng_logo
თუ საზოგადოებრივ ადგილებში ბავშვთან ერთად დადიხართ, ეს აუცილებლად გაითვალისწინეთ!
- +

6 თებერვალი. 2017. 00:56



დიასახლისებს გარკვეული და მათგან ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზის გამო, რომ დამტოვებელი არ ყავთ, სურსათში, ბანკში თუ საზოგადოებრივ თავშეყრის სხვადასხვა ადგილებში ბავშვთან ან ბავშვებთან ერთად უწევთ წასვლა. თუმცა ბევრი დედა (მამა) არც დაფიქრებულა იმაზე, თუ რა უკუჩვენება შეიძლება მოყვეს აღნიშნულ ფაქტს. ცოტა ხნის წინ კალიფორნიის პოლიციამ საკუთარ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა მეტად სასარგებლო რჩევა მშობლებისთვის, რომელიც აუცილებლად გამოგადგებათ და სწორედ ეხლა გაგიზიარებთ.


„თუ ხშირად გიწევთ საზოგადოების თავშეყრის ადგილებში პატარა ბავშვებთან ერთად სიარული, არ აქვს მნიშვნელობა ეს დღესასწაული იქნება, შოფინგი, საყიდლების დღე თუ უბრალოდ სკვერსა და ზოოპარკში გასეირნება, მას აუცილებლად დააწერეთ მაჯაზე თქვენი მობილურის ნომერი და შენიღბეთ ის უფერული ლაქით ან გამჭვირვალე პლასტირით, რადგან არ წაიშალოს. გარდა ამისა, გადაუღეთ სწორედ მაგ დღეს ბავშვს ფოტო, რადგან ხშირია ასეთ სიტუაციებში მათი დაკარგვის ამბები და ფოტო თვითმხილველებს გაუადვილებს მის ამოცნობას, თქვენი ნომერი კი მპოვნელს, რომ ერთმანეთთან დაგაბრუნოთ",- განაცხადა კალიფორნიის პოლიციამ სამართალდამცავების სპეციალურ ვებ-გვერდზე.




ვინაიდან მომრავლდა მსგავს სიტუაციებში ბავშვების დაკარგვის ფაქტები და არა მარტო ამერიკაში, ნამდვილად გასათვალისწინებელი რჩევაა. რა თქმა უნდა მაქვს იმედი, რომ ყველა მშობელს უვნებელი ეყოლება გვერდით შვილი, მიუხედავად ამისა, რჩევების გათვალისწინება ნამდვილად ღირს, რადგან ის უფრო გაგიადვილებთ აღნიშნულ სირთულეში მოხვედრის შემთხვევას.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner