logo_geo
eng_logo
მერაბ მეტრეველი: მგონი მომავალ ჟურნალისტებს ჯერ „სტუმარ-მასპინძელი“ უნდა ვასწავლოთ!
- +

6 თებერვალი. 2017. 02:52



ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი  გადაცემა „კურიერში" მომხდარ დაპირისპირებას ეხმიანება და სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„მგონი მომავალ ჟურნალისტებს და მედიამენეჯერებს ჯერ „სტუმარ-მასპინძელი" უნდა ვასწავლოთ კარგად და მერე ყველაფერი დანარჩენი", - წერს მეტრეველი.

 

შეგახსენებთ, რომ 4 თებერვალს საპარლამენტო უმრავლესობის წევრ მამუკა მდინარაძესა და ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას შორის პირდაპირ ეთერში კამათი მოხდა.


მამუკა მდინარაძე მოსამართლეების შესახებ საუბრობდა, მათ შორის დეპუტატმა საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის მიერ ქონების შეძენის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე გაამახვილა ყურადღება. აღნიშნულის შემდეგ ეთერში ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ჩაერთო, რასაც მოჰყვა სიტყვიერი დაპირისპირება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner