logo_geo
eng_logo
შალვა რამიშვილი: ყველაზე მეტად „რუსთავი 2“-ს გვარამია ვნებს!
- +

6 თებერვალი. 2017. 03:01


 

ჟურნალისტი შალვა რამიშვილი სოციალურ ქსელში  გადაცემა „კურიერში" მომხდარ კამათს ეხმაურება:


„ყველაზე მეტად „რუსთავი 2"-ს გვარამია ვნებს!", - წერს რამიშვილი.


შეგახსენებთ, რომ 4 თებერვალს საპარლამენტო უმრავლესობის წევრ მამუკა მდინარაძესა და ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას შორის პირდაპირ ეთერში კამათი მოხდა.


მამუკა მდინარაძე მოსამართლეების შესახებ საუბრობდა, მათ შორის დეპუტატმა საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის მიერ ქონების შეძენის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე გაამახვილა ყურადღება. აღნიშნულის შემდეგ ეთერში ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ჩაერთო, რასაც მოჰყვა სიტყვიერი დაპირისპირება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner