შორენა ბეგაშვილის შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. პაციენტს აღენიშნება მრავლობითი მოტეხილობები და მკურნალობას კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში გადის.
იაშვილის კლინიკის ექიმის ნანი ყავლაშვილის ინფორმაციით, პაციენტი არ არის მართვით სუნთქვაზე და ამ ეტაპზე თურქეთში მისი გადაყვანის საკითხიც არ განიხილება.
„დღეს დაგეგმილია განმეორებითი კვლევები და შედეგების მიხედვით გადაწყდება შემდგომი მკურნალობა. ამჟამად პაციენტი ტრავმატოლოგისა და ნეიროქირურგის მეთვალყურეობის ქვეშ არის. დაზიანებები ამ ეტაპზე სიცოცხლისთვის საშიში არ არის, თუმცა როგორ განვითარდება მოვლენები, წინასწარ ამას ვერ გეტყვით", - განაცხდა ნანი ყავლაშვილმა.