logo_geo
eng_logo
1921 წლის 6 თებერვალს დაიბადა მიხეილ თუმანიშვილი!
- +

6 თებერვალი. 2017. 11:02

 


რეჟისორი ქეთი დოლიძე მიხეილ თუმანიშვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:


„6 თებერვალს დაიბდა ჩემი ორი უსაყვარლესი ადამიანი:

ჩემი სიამაყე, ჩემი არაჩვეულებრივი მამა სიკო დოლიძე და ჩემი სათაყვანებელი

მასწავლებელი მიხეილ თუმანიშვილი!

უბედნიერესი დღეა!!!" - წერს ქეთი დოლიძე.


ქართველი რეჟისორი მიხეილ თუმანიშვილი 1921 წლის 6 თებერვალს დაიბადა. 1949 წელს დაამთავრა თბილისის რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი (გ. ტოვსტონოგოვის კლასი). 1949-1971 წლებში მუშაობდა რუსთაველის თეატრში რეჟისორად. 1965-1966 წლებში მთავარ რეჟისორად. 1978 წელს საქართველოს თეატრალურ ინსტიტუტში მისივე სახელოსნო მსახიობთა და რეჟისორთა ექსპერიმენტული ჯგუფის ბაზაზე შეიქმნა კინომსახიობთა თეატრი. იყო საქართველოს სსრ (1961) და სსრკ (1981) სახალხო არტისტი, კ. მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი (1980, მიენიჭა წიგნისათვის სანამ „რეპეტიცია დაიწყება"), სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.


გარდაიცვალა 1996 წლის 11 მაისს. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner