logo_geo
eng_logo
ზურაბ ჯორბენაძე: ჩემთვის ცნობილია, სად ინახებოდა პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერები
- +

27 მარტი. 2016. 11:12


ადვოკატ ზურაბ ჯორბენაძის განცხადებით, მისთვის ცნობილია სად ინახებოდა პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერები.


 

თავდაცვის სამინისტროში არსებობდა და არსებობს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო, უზნაძის ქუჩის ბოლოში მდებარე შენობაში. ამ სამმართველოს ყველა თანამშრომელი უშუალოდ მონაწილეობდა თვალთვალში, ფარული ჩანაწერების გაკეთებაში

მოკლედ, იმ შენობაში ჰქონდათ სპეციალური ოთახები, სადაც გაკეთებული ჩანაწერები მიდიოდა. არსებობდა კომპიუტერებით აღჭურვილი ოთახები, სადაც ეს ჩანაწერები იშიფრებოდა და ფაილდებოდა.

 

 

ჩანაწერების გაშიფვრა-დაფაილებაში უშუალოდ მონაწილეობდა ჯამალაშვილი. მამა ჯამალაშვილი ხომ კუდ-ის თანამშრომელი იყო, შვილი ჯამალაშვილი მაშინ არასრულწლოვანი გახლდათ, მაგრამ სპეციალურად იქნა დაფინანსებული კუდისგან მისი განათლება, რომ მას შეექმნა ვირუსი, რომლის საშუალებით შესაძლებელი იქნებოდა, პოლიტიკური პარტიებისთვის ისე მოესმინათ და ეთვალთვალათ, რომ აგენტების შეგზავნა არ დასჭირვებოდათ" - აცხადებს ჯორბენაძე.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner