logo_geo
eng_logo
გიორგი უძილაური: მაგნოლია არსად გაჭედილა, სამაგიეროდ გინესის რეკორდი მოხსნა!
- +

6 თებერვალი. 2017. 13:35


 


ფონდ „ქართუს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი უძილაური სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ახლახან „რუსთავი 2"-ზე გავიდა მორიგი ცრუ სიუჟეტი მაგნოლიის ხესთან დაკავშირებით. თითქოს ხის ტრანსპორტირებისას მოხდა განათების ბოძების დემონტაჟი. ტყუილია. გუშინ აცხადებდნენ, რომ ბათუმი-ქობულეთის გზა მთელი დღე გადაკეტილი იყო. ესეც ტყუილია. საცობი შეიქმნა ბათუმის პორტთან და არა ჩაქვში. ტყუილია, თითქოს არ გაატარეს სავადმყოფოში მიმავალი მანქანა. ორი ასეთი შემთხვევა იყო, ერთ მონაკვეთზე შემოვლითი გზით გავიდა სასწრაფო, მეორედ კი ხის მოძრაობა შეჩერდა გასატარებლად. გუშინ „ნაცების" მედია აცხადებდა, რომ „მაგნოლია გაიჭედა". ესეც ტყუილია! ხე გაჩერდა იმიტომ, რომ თენდებოდა და იწყებოდა ავტომობილების მოძრაობა (ხეები გადაადგილდება ღამით, რათა დღის განმავლობაში ხელი არ შეუშალოს ავტოტრანსპორტს). სხვათაშორის, გაჩერების პერიოდში უამრავმა ადამიანმა მოინახულა ასწლოვანი ხე, ბევრი კი მანქანებიდან უღებდა მას.

                                                                                                                            

წლების შემდეგ ბევრი გაიხსენებს, თუ როგორ შენდებოდა მსოფლიოში უპრეცედენტო დენდროპარკი. ერთ-ერთი ამერიკული კომპანია დღემდე ტრაბახობს, რომ რამდენიმე კილომეტრით გადაიტანა 400-ტონიანი ასწლოვანი მუხა. ამ გადატანაში მათ გინესის წიგნში მოახერხეს შესვლა, მაშინ როცა ქართულ დენდროპარკში გაზაფხულშე შეტანილი ხე ტიტა 640 ტონა იყო, ეს მაგნოლია კი 570 ტონაა. გინესის რეკორდი მოხსნილია არა მხოლოდ წონაში, არამედ ტრანსპორტირების ფორმაშიც. საინჟინრო სამუშაოების უნიკალობაზე ხომ საუბარიც არაა. მსგავსი მასშტაბის სამუშაოები არ ჩატარებულა. მოკლედ, დიდი საქმე კეთდება. „რუსთავი 2"-ის და ნაცების რომელიღაც განშტოების აჭარის წარმომადგენელთა ისტერიკის მიუხედავად, მსოფლიოში უპრეცედენტო დენდროპარკი მაინც აშენდება!" - წერს გიორგი უძილაური.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner