„უსინდისო და გარეწარია ადამიანი, ვინც კადრების გავცელებას ხელისუფლებას აბრალებს", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე აცხადებს.
პარლამენტარი ფარული ჩანაწერების თემაზე „ექსკლუზივ ნიუსს" ესაუბრა:
„მე არ მინდა ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო, ამის გადამღებიც და გამავრცელებელიც ჩემთვის მკაცრად დასასჯელია. ამ კუთხით ჩვენ გვმართებს უფრო მეტი პრევენციის გატარება. როგორც ჩანს, სხვა ეპოქაში შევდივართ, რისი წარმოდგენაც არ შეგვეძლო ათი წლის წინ, დღეს ამის ფაქტის წინაშე ვდგავართ. საზოგადოებამ იცის რომელი სისტემა მუშაობდა ასე. უსინდისო და გარეწარია ადამიანი, ვინც ამას ხელისუფლებას აბრალებს. მე მომხრე ვარ აბსოლუტურად გამკაცრდეს პრევენციული ღონისძიებები. მსგავსი რამისგან დაცული უნდა იყოს ნებისმიერი მოქალაქე",- განაცხადა მან.