logo_geo
eng_logo
ალფონსო დასტისი: ევროკავშირი რუსეთთან მიმართებაში თავის პოზიციას არ შეცვლის
- +

6 თებერვალი. 2017. 17:34



ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალფონსო დასტისმა „Europa Press"-თან საუბარში განაცხადა, რომ ევროკავშირი რუსეთთან მიმართებაში თავის პოზიციას არ შეცვლის.

 

„ჩვენ ნათელი და კარგად ფორმულირებული პოლიტიკა გვაქვს რუსეთთან მიმართებაში. ჩვენ ამ პოლიტიკას გავყვებით, მიუხედავად იმ ნაბიჯებისა, რომლებსაც აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია რუსეთის პრეზიდენტთან მიმართებაში გადადგამს. ჩვენ ვითვალისწინებთ გარემოებებს და ჩვენი მოკავშირეების მოსაზრებებს, მაგრამ ევროპის პოლიტიკა აქ ფორმულირდება. ჩვენ არ გვაქვს საფუძველი, რუსეთის მიმართ პოლიტიკა შევცვალოთ", - განაცხადა ალფონსო დასტისმა.


ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ესპანეთის პოზიცია უკრაინაში სიტუაციასთან დაკავშირებით „ნათლად განსაზღვრულია" და „მინსკის შეთანხმებები უნდა შესრულდეს". 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner