სააგენტო „ანადოლუს" ინფორმაციით, თურქეთის 29 პროვინციაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, „ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირში ეჭვმიტანილი 763 ადამიანი დააკავეს.
ოპერაციის შედეგად ამოღებულია „ისლამური სახელმწიფოს" პროპაგანდისტული ლიტერატურა, ცეცხლსასროლი იარაღი და რაკეტები. დაკავებულთა საქმეები სასამართლოს გადაეცა.
თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ეს პირები თურქეთის ტერიტორიაზე ტერაქტებს გეგმავდნენ.