logo_geo
eng_logo
7 თებერვალს წიგნის - „უცნობი სერგო ქობულაძე“ პრეზენტაცია გაიმართება
- +

6 თებერვალი. 2017. 18:20




7 თებერვალს, 17:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართება წიგნის „უცნობი სერგო ქობულაძე" (წიგნი I) პრეზენტაცია. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე გაუძღვება.


წიგნში წარმოდგენილია XX საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი ხელოვანის სერგო ქობულაძის აქამდე უცნობი, გამოუქვეყნებელი ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები. ორენოვან (ქართულ-ინგლისურ) ილუსტრირებულ გამოცემაში, ასევე თავმოყრილია მხატვრის თეორიული ნაშრომები, სხვადასხვა დოკუმენტური მასალა, უბის წიგნაკების ჩანაწერები და თანამედროვეთა მოგონებები.


2015 წელს, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრმა მხატვარ სერგო ქობულაძის სახელოსნოში  მოიძია და აღმოაჩინა მხატვრის შესახებ ფართო საზოგადოებისათვის მანამდე უცნობი, როგორც დოკუმენტური, ასევე ვიზუალური მასალა. აღნიშნული მასალის საფუძველზე განხორციელდა პროექტი „უცნობი სერგო ქობულაძე" (წიგნი-ალბომის გამოსაცემად მომზადება და ბეჭდვა). პროექტის მიზანს წარმოადგენდა მხატვრის პირად არქივში არსებული უამრავი უცნობი მასალის თავმოყრა-დახარისხება, აღნიშნული გამოცემისათვის გადარჩევა, სათანადო განმარტებითი ტექსტების მომზადება, ფოტო და გრაფიკული მასალის გადარჩევა და იმ ნამუშევრების გამოცალკევება, რომელიც სერგო ქობულაძის შესახებ გამოცემულ ჯერ არც ერთ ალბომსა თუ კატალოგში არ დაბეჭდილა.


წიგნი გამოიცა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით. პროექტი შესრულდა გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრში.


პროექტის ხელმძღვანელი - მარიამ გაჩეჩილაძე; წიგნის ავტორები: ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორები: მარიამ გაჩეჩილაძე, თამარ ბელაშვილი, სოფიო ჩიტორელიძე; მხატვარი გიორგი წერეთელი; მთარგმნელი - მარიამ გაბაშვილი; ფოტოები - ნელი ჩაკვეტაძის; გამოყენებულია ასევე, გ. ჩუბინაშვილის საახ. ცენტრის ძეგლთა ფიქსაციის ლაბორატორიის ფოტომასალები; რედაქტორები: მარინა მეძმარიაშვილი, ირინე ჰეისლერი. კონსულტანტი - ელისაბედ ქობულაძე; გამოცემის რედაქტორი - მარინე მარკოზაშვილი; კომპიუტერული უზრუნველყოფა - ალექსანდრე კუზანაშვილი; წიგნი დაიბეჭდა სტამბაში „სეზანი", თბილისი, 2016 წელი.


Description: C:UsersneneDownloads16296009_666947343486923_1755965336_n.jpg


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner