logo_geo
eng_logo
აღდგომის შემდეგ მაცხოვრის საფლავის რესტავრაცია დაიწყება
- +

27 მარტი. 2016. 11:36


წლევანდელი აღდგომის (1 მაისი) შემდეგ მაცხოვრის საფლავის რესტავრაცია დაიწყება.

რესტავრაციას უხელმძღვანელებს ბერძნული ჯგუფი. ამ დროის მანძილზე მაცხოვრის საფლავი მომლოცველთათვის კვლავ ღია დარჩება და მათ ექნებათ მისი მოლოცვის შსაძლებლობა.



რამდენიმე მეტრის სიმაღლისა და სიგანის აკლდამა რომელიც ტაძრის გუმბათის ქვეშ დგას, წლებია რკინის კონსტრუქციებს უჭირავს.



ყოველდღიურად უამრავი ტურისტისა და მომლოცველის სტუმრობის შედეგად მარმარილოს ფილები უკვე მორყეულია, ამიტომ მოხდება მათი დემონტაჟი. ის ფილები, რომლებიც დაბზარულია და დაზიანებული, მათ ახლით შეცვლიან, ხოლო დანარჩენს გაასუფთავებენ და თავთავიანთ ადგილებზე დააბრუნებენ.



რესტავრაცია 8 თვეს გასტანს და მასში მონაწილეობას მიიღებს ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია, სომხური ეკლესესია და ფრანცისკანელები, ასევე კერძო შემომწირველები და მრევლი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner