logo_geo
eng_logo
ვიცე-პოლკოვნიკი რომან სანიკიძე ქაბულის პროვინციის ქარა ბაღის რაიონის გამგებელს, აბდულ სენი შარიფის შეხვდა
- +

6 თებერვალი. 2017. 20:38



 

ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი რომან სანიკიძე ქაბულის პროვინციის ქარა ბაღის რაიონის გამგებელს, აბდულ სენი შარიფის შეხვდა. მხარეებს შორის შეხვედრა ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ჯირგაში (ბაზაზე არსებული შეხვედრის ადგილი) გაიმართა.


მხარეებმა ოპერაციის რაიონში არსებული ვითარება განიხილეს. ყურადღება გამახვილდა მიმდინარე გამოწვევებსა და საფრთხეებზე. საუბარი ქართული მხარის მიერ განხორციელებულ და სამომავლოდ დაგეგმილ ჰუმანიტარულ ოპერაციებსაც შეეხო.


შეხვედრის დროს გამგებელმა შარიფმა ქართველი მშვიდობისმყოფელების პროფესიონალიზმს გაუსვა ხაზი და 32-ე ბატალიონის მეთაურს ქარა ბაღის რაიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის მადლობა გადაუხადა. ვიცე-პოლკოვნიკმა რომან სანიკიძემ ქარა ბაღის რაიონის გამგებელს ავღანურ მხარესთან აქტიური თანამშრომლობის გაგრძელებას და კიდევ უფრო განმტკიცებას დაპირდა.


ორმხრივ შეხვედრას 32-ე ბატალიონის დაგეგმარების ჯგუფი, აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის ქართული სამეკავშირეო ჯგუფის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი სკოტ მეიფილდი და ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დისლოცირებული ავღანეთის ეროვნული არმიის IV ბატალიონის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი მუსტაფა საიდი დაესწრნენ.


 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner