logo_geo
eng_logo
თავდაცვის სამინისტროს დელეგაციამ NATO-ს შტაბ-ბინაში შეხვედრები გამართა
- +

6 თებერვალი. 2017. 20:41



საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა NATO-ს  შტაბ-ბინაში გამართულ NATO-საქართველოს კომისიის (NGC) სხდომას დაესწრნენ.


სხდომის მიზანი NATO-ს მხარისთვის თავდაცვის დაგეგმვისა და მიმოხილვის პროცესის (PARP) ფარგლებში საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შეფასება და NATO -საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების საკითხი იყო. ვიზიტის ფარგლებში მინისტრის პირველი მოადგილე NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილეს, როუზ გოტმიოლერს შეხვდა. მხარეებმა თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები, NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების საკითხები განიხილეს. საუბარი, ასევე, შეეხო საქართველოს აქტიურ ჩართულობას შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებასა და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებს. ალიანსის წევრებმა თავდაცვის სისტემაში მიმდინარე პროცესები დადებითად შეაფასეს და ხაზი გაუსვეს საქართველოს მნიშვნელოვან წვლილს საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში.

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner