logo_geo
eng_logo
გიორგი მარგველაშვილი: ჩვენ, პოლიტიკოსები ერთმანეთს უნდა ვესაუბრებოდეთ
- +

6 თებერვალი. 2017. 20:48




პრეზიდენტი დავით უსუფაშვილთან და „ევროპული საქართველოს" წევრებთან სამომავლო თანამშრომლობას არ ადასტურებს, ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია „იბერიას" ეთერში განაცხადა.


„ჩემთან ხშირად არის პოლიტიკური პარტიების კონსულტაციები და მინდა, რომ ეს კონსულტაციები იყოს აქტიური, ინტენსიური. ეს არის ნორმალური ფორმატი. ჩვენ, პოლიტიკოსები ერთმანეთს უნდა ვესაუბრებოდეთ, რომ ქვეყანაში შევქმნათ ნორმალური პოლიტიკური ცხოვრება, არა გამოგონილი დაპირისპირებები, არა გაბუტვები და გაქცევები, არამედ ნორმალური პოლიტიკური ცხოვრება და მე, ბუნებრივია, როდესაც არის შესაძლებლობა, ყველა პოლიტიკურ ძალას ვესაუბრები, რადგან მიმაჩნია, რომ ისინი არიან მთავარი მოთამაშეები პოლიტიკურ ცხოვრებაში და პოლიტიკურ ველზე", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner