დიდი ბრიტანეთის სამართალდამცველებმა მასშტაბური ანტიტერორისტული ოპერაცია ჩაატარეს, რომლის ფარგლებში 300 ადამიანი დააკავეს და 800-ზე მეტი ერთეული იარაღი ამოიღეს.
ამოღებულ იარაღთა შორისაა 200 პისტოლეტი, 2 ტყვიამფრქვევი, 11 შაშხანა და რამდენიმე ათასი ვაზნა.
ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ანტიტერორისტული ოპერაცია ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.