logo_geo
eng_logo
ზაზა გაბუნია: გამორიცხულია, რომ კონსტიტუციაში რაიმე იწერებოდეს მარგველაშვილის წინააღმდეგ!
- +

6 თებერვალი. 2017. 22:34




საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაზა გაბუნიამ ტელეკომპანია „იბერიის" ეთერში საქართველოს პრეზიდენტთან დაკავშირებით ისაუბრა. გაბუნია ფიქრობს, რომ დღეისათვის ქვეყანაში არ არის ის სიტუაცია, რომ გიორგი მარგველაშვილმა თანამდებობა ვადაზე ადრე დატოვოს.


„მინდა მადლობა ვუთხრა ბატონ პრეზიდენტს ამ განცხადებისთვის. აბსოლუტურად გადაჭარბებული იყო უსუფაშვილის ვარაუდი. მას აქვს უფლება, როგორც კვალიფიციურ იურისტს, მაგრამ არავითარი წინაპირობა იმის, რომ დღეს პრეზიდენტმა ვადამდე შეწყვიტოს უფლებამოსილება, არ არსებობს. ასევე მიდნა მივესალმო ანა დოლიძის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ ისინი ჩაერთვებიან იმ  განხილვაში, რასაც კომისიის შიგნით განვსაზღვრავთ. გამორიცხულია, რომ კონსტიტუციაში რაიმე იწერებოდეს მარგველაშვილის წინააღმდეგ. ჩვენ პატივს ვცემთ პრეზიდენტის ინსტიტუტს, მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანი ინსტიტუტია, მაგრამ იგივე ტიპის პოლიტიკურ სისტემებთან მიმართებაში წინააღმდეგობაში არ უნდა იყოს", - განაცხადა გაბუნიამ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner