logo_geo
eng_logo
ნინო ლაბარტყავა: ყველაფერს საზღვარი აქვს!
- +

6 თებერვალი. 2017. 22:50



ჟურნალისტი ნინო ლაბარტყავა სოციალურ ქსელში „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას და საპარლამენტო უმრავლესობის წევრის მამუკა მდინარაძის დებატებს ეხმაურება:


„ახლა ვუყურე გვარამია-მდინარაძის დებატს „რუსთავი 2"-ზე.

 

როცა ეთერში ხარ მიწვეული კონკრეტულ თემაზე სასაუბროდ და როცა უცებ დაუგეგმავად გერთვება ამავე ტელეკომპანიის გენდირექტორი, რომელიც ყველა წინადადებაში შეურაცხყოფას გაყენებს - სადაც ასეთ რამეს კადრულობენ, მაშინ (და ზუსტად ამიტომაც) შენც ისე უნდა უპასუხო, როგორც საჭიროა!

 

მაგარი მოთმინების უნარი ჰქონია მდინარაძეს... ეს იყო ის ეთერი, სადაც ხელისუფლების მიერ ბოლომდე ნეგატიურად განწყობილი ადამიანიც კი მდინარაძისკენ იყო!

 

P.S.  მე პირადად, ზოგადად, მაგრად არ „მევასებიან" ქალივით მოწიკვინე კაცები და რა გავაკეთო?! ყველაფერს საზღვარი აქვს, ბოლო ბოლო, რა!", - წერს ლაბარტყავა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner