ჟურნალისტი ინგა გრიგოლია დაცულ ტერიტორიებზე შვლის მკვლელობას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
„პატარა ვარ,ობოლი... მაინც არასოდეს წაგიკითხავს შენ, ვინც ეს ჩაიდინე? სკოლაში მაინც არ გასწავლიდნენ? თავს გავუხეთქავდი ახლა ამის გამკეთებელს", - წერს გრიგოლია.
შეგახსენებთ, რომ ბრაკონიერობის ფაქტი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში მოხდა. თოვლზე კვალის მიხედვით, შველი, სავარაუდოდ, ორმა პიროვნებამ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა. შველი მიყენებული ჭრილობების შედეგად მოკვდა.
ბრაკონიერებმა ადგილიდან მიმალვა მოახერხეს. აღნიშნული პიროვნებების ვინაობა ამ დრომდე უცნობია.