„ხო, მოკლედ და კონკრეტულად გეტყვით, რომ გადავწყვიტე, „რეაქცია" გავაცოცხლო", - ამის შესახებ ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში წერს.
„თებერვლის ბოლოდან ვიქნებით ეთერში, რა თქმა უნდა, „tvპირველზე". ფორმატი-იგივე, „რეაქციისეული" და თქვენთვის უკვე ნაცნობი. ძალიან მომენატრა დიდი თოქ-შოუ და რადგან ამ ფორმატის გადაცემები ბევრი აღარაა ტელე-სივრცეში, ცოტა ვიფიქრე თუ ბევრი, გადავწყვიტე და ვიწყებ!", - წერს გრიგოლია.