logo_geo
eng_logo
შსს-მ ქურდობის ბრალდებით 1 პირი დააკავა და 2 პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა
- +

7 თებერვალი. 2017. 10:25



შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ნინოწმინდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული ი.პ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს, ხოლო 1961 წელს დაბადებული ი.მ. და 1984 წელს დაბადებული  ვ.გ. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენის ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.


გამოძიებამ დაადგინა, რომ ი.პ.-მ ნინოწმინდაში, მარაბდა-ახალქალაქი-ყარსის რკინიგზის ხაზიდან, შპს „ატეფ ჯორჯიას" კუთვნილი 86 კილოგრამი სპილენძის სადენი მოიპარა, შემდეგ კი  ი.მ.-სა და ვ.გ.-ს მიჰყიდა.


სამართალდამცველებმა, ავტომანქანის ჩხრეკისას, რომლითაც ი.მ. და ვ.გ. გადაადგილდებოდნენ,  ნაქურდალი სადენები ნივთმტკიცებად ამოიღეს. დადგინდა, რომ შპს „ატეფ ჯორჯია"-სთვის მიყენებულმა ზარალმა 1558 აშშ დოლარი და  2050 ლარი შეადგინა.


გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენისა და ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით და 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით).

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner