logo_geo
eng_logo
მსტისლავ როსტროპოვიჩის ცხოვრების მნიშვნელოვანი ფაქტები ლელა ანჯაფარიძისგან
- +

27 მარტი. 2016. 12:22


ლელა ანჯაფარიძე მევიოლინე და დირიჟორ მსტისლავ როსტროპოვიჩი ცხოვრების მნიშვნელოვანი ფაქტების შესახებ FACEBOOK-ზე პოსტს აქვეყნებს:

დღეს გამთენიას...წვიმა ღრუბლების ვიოლონჩელზე, რომლის შპილი სწორედ ჩემი აივნის სველ მოაჯირს ეყრდნობოდა, ლიგეტის ცნობილ სონატას რულებდა...რადგანაც ზუსტად ამ დღეს, 1927 წლის 27 მარტს, .ბაქოში დაიბადა მსოფლიოს ერთერთი უდიდესი მუსიკოსი, მევიოლინე და დირიჟორი მსტისლავ როსტროპოვიჩი...

 

მასზე საუბარი, თანაც მოკლედ, რთულია და თითქმის შეუძლებელი, რადგანაც სახელმწიფო პრემიის ორგზის, სტალინის პრემიისა და გრემის 5 გზის პრემიის ლაურეატის, დიდი ბრიტანეთის რაინდის, ხელოვნების დარგში საფრანგეთის ორდენის კომანდორის, ფინეთის დიდი ჯვრის, იტალიის ოფიცრის დიდებული რდენის, ესპანეთის იზაბელას ორდენისა და ჰერცოგ ლუქსემბურგის, წმინდა კარლოსის ორდნის კავალერის, როსტროპოვიჩის დანარჩენი წოდებებისა და სხვადასხვა ქვეყნების უმაღლესი ჯილდოების მხოლოდ ჩამონათვალის წაკითხვას 15 წუთი მოვანდომე...

 

ამიტომ ხაზს გავუსვა მხოლოდ ძირითად ლამაზ ეპიზოდებს მისი მართლაც დიდებული ცხოვრებიდან და შემოქმედებიდან...

 

როსტროპოვიჩმა16 წლის ასაკში ჩააბარა მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორიაში, სადაც მისი პედაგოგები იყვნენ სერგეი პროკოფიევი და დიმიტრი შოსტაკოვიჩი... (გავაგრძელო???)
მსოფლიოში სახელგანთქმული მუსიკოსი კი ის გახდა სულ 2 წელიწადში, როდესაც 18 წლის ასაკში, მოსკოვის მუსიკოს-შემსრულებლების კონკურსის ოქროს მედალი გაიყო იმ დროისთვის მსოფლიოში უკვე ცნობილ პიანისტ .რიხტერთან. 

 

შეკითხვაზე, რატომ აირჩია მან თავის ინსტრუმენტად დიდი და ერთი შეხედვით, მოუქნელი ვიოლონჩელი, როდესაც არანაკლები ვირტუოზულობით ფლობდა ფაქტიურად ყველა ინსტრუმენტს, როსტროპოვიჩი სევდიანად პასუხობდა, რომ თავიდან ვიოლონჩელი შეუყვარდა, როგორც ქალი და მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ გაიგო, რომ ის მამრობითი სქესის ყოფილა, როსტროპოვიჩს, სავარაუდოდ გული კი დაწყდა, მაგრამ აი, ვიოლონჩელს კი ნამდვილად ბედი ქონია, რადგანაც როსტროპოვიჩმა არა მხოლოდ ამ ინსტრუმენტისთვის შექმნილი, მათ შორის მივიწყებული ყველა მელოდია შეასრულა (117 ნაწარმოები), არამედ კომპზიტორები მისთვის სპეციალურად ქმნიდნენ ახალ ნაწარმოებებს (70 საკონცერტო პრემიერა!)

 

მსტისლავ როსტროპოვიჩს ორი დაუშრეტელი ვნება ქონდა ცხოვრებაში. ეს იყო ვიოლონჩელი და მისი მეუღლე, დიდი თეატრის ულამაზესი სოლისტი, გალინა ვიშნევსკაია, რომელიც მან 1955 წელს გაიცნო პრაღის რესტორანში, გაეკიდა და აჩუქა შროშანებით სავსე კალათა. როდესაც გალინამ უთხრა: „სხვათაშორის, მე გათხოვილი ვარო", ასე უპასუხა: „სხვათაშორის, ჯერ ყველაფერი წინ არისო". მათ ერთად 52 წელი იცხოვრეს, გაზარდეს 2 ქალიშვილი და მსტისლავის გალიასადმი სიყვარული ლეგენდად დადიოდა ხელოვნების ხალხში. მისი თქმით, მას ბოლო წუთამდე გალინა ისე უყვარდა, როგორც ქორწილის პირველ დღეს... 
როსტროპოვიჩი იყო თავისუფალი ადამიანი, ამ სიტყვის უმაღლესი გაგებით, მისი შებოჭვა, გარკვეულ ჩარჩოებში ჩასმა ვერ შეძლო თვით საბჭოთა კავშირის სისტემამაც კი... 1969 წლიდან როსტროპოვიჩი გვერდში ამოუდგა და მხარს უჭერდა .სოლჟინიცინს, თავის აგარაკზეც კი გადაიყვანა საცხოვრებლად და როდესაც დაემუქრენ, რომ დასჯიან და საზღვარგარეთ არ გაუშვებენ, გაკვირვებულმა წარმოთქვა: „პირველად მესმის, რომ ადამიანს სამშობლოში შემოქმედებით ემუქრებოდნენო". 1974 წელს ის მაინც გახდა იძულებული წასულიყო საზღვარგარეთ. შემდგომში, 1978 წელს, მას და მის მეუღლეს ჩამოართვეს საბჭოთა კავშირის მოქალაქეობა, რომელიც დაუბრუნეს მხოლოდ 1990 წელს. 

 

აქ პატარა ლირიკულ გადახვევას გავაკეთებ მხოლოდ იმიტომ, რომ ზურიკო მაშინ თავისუფალი იყო და ეს ისტორია უმეტესობისათვის ცნობილია... საზღვარგარეთ წასვლის წინ ვიშნევსკაიამ ზურიკოს აჩუქა თავისი პორტრეტი, მოკლე წარწერით „Тебе!"...

 

ალბათ, ძნელი იყო, არ გაჩენილიყო რაღაცა ნაპერეწკალი ორ ამდენად ლამაზ და ნიჭიერ ადამიანს შორის, მითუმეტეს, როდესაც ისინი ერთ სცენაზე თამაშობდნენ. მაგალითად, ლიზას და გერმანს და მათი თამაში გადიოდათამაშის" ზონიდან...ერთი შემიძლია ვთქვა, მათ შეძლეს თავისი ურთიერთობების ლამაზად განვითარება და ღირსეულად დასრულება და ბოლომდე მეგობრები დარნენ... ეტყობა. როსტროპოვიჩს ამაშიც ბედი ქონია...

 

როსტროპოვიჩს საოცარი იუმორის გრძნობა გააჩნდა... არასდროს არ ეშინოდა საკუთარ თავზე ხუმრობა (თორემ სხვაზე ადვილია). ძალიან უყვარდა ერთი ისტორიის მოყოლა, როცა ჩავიდა გასტროლებზე ციმბირ ერთერთ სოფელში, სადაც ძალიან ელოდებოდნენ და აღმოაჩინა, რომ როიალი ისეთი მოშლილია, რომ მასზე აკომპონემენტს ვერავინ შეძლებდა, თავად იპოვა სოფლის ბაიანისტი და საღამოს აჟღერდ მამა-პაპური რუსული ბაიანისა და დიდი სტრადივარიის ვიოლონჩელის დუეტი. ამ დროს, სცენაზე ბანცალით გამოვიდა ერთი გლეხი, როსტროპოვიჩს მიუახლოვდა და თხოვა: „თუ ძმა ხარ, ცოტა ხნით გაჩუმდი... ბაიანთვის მომასმენინეო".

 

ერთხელაც კი, მისი მეგობრის საიუბილე კოცერტ, სადაც როსტროპოვიჩი ასრულებდა სენ სანსისმომაკვდავ გედს", ის ყველასგან მოულოდნელად სცენა გედის პაჩკაში" გამოწყობილი გავიდა (გთხოვთ, დააკვირდით კოლაჟის ქვედა კუთხეს")...

 

როსტრიპოვჩი 1975 წლიდან დასავლეთის ერთერთ წამყვან დირიჟორად ითვლებოდა... 17 სეზონის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ვაშინგტონის ეროვნულ სიმფომიურ ორკესტრს, იყო ბერლინის და ლონდონის ფილარმონიების, ბოსტონის სახელმწიფი ორკესტრის ხშირი სტუმარი... 

 

1991 წელს როსტროპოვიჩი თეთრი სახლის დამცველთა რიგებში იდგა, სხვათაშორის, ავტომატით ხელში...შემდეგ კი, ოჯახთან ერთად დაბრუნდა მოსკოვში და ეწეოდა პედაგოგიურ და საქველმოქმედო მოღვაწეობას. გარდაიცვალა 2007 წელს, 80 წლის ასაკში... რაც მთავარია, მოასწრო ლამაზად აღენიშნა გალინა ვიშნევსკაიასთან ოქროს ქორწილის თარიღი...
გილოცავთ დღევანდელ ძალიან მუსიკალურ დღეს და გისურვებთ გულის სიმების განსაკუთრებულ ჟღერადობას!!! 
მე კი, ვინმე თუ მასწავლის ქართულადсмычок" როგორ არის, ძალიან მადლობელი დავრჩები... ღამის მერე ვიტანჯები", - წერს ანჯაფარიძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner