შპს „თბილსერვის ჯგუფის" მოვლა-პატრონობაში არსებულ ბაღებსა და პარკებში ვანდალურად დაზიანებულია და მოპარულია სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარეები.
კერძოდ, ვაკის პარკში, ვერის და ვასო გოძიაშვილის სახელობის ბაღებში მოპარულია 27 ძირი ტუია, დაზიანებულია- 484 ძირი კვიდო და საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის განკუთვნილი რამდენიმე ნაგავშემკრები კონტეინერი.
აღნიშნულთან დაკავშირებით საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ ფაქტი დაფიქსირებულია და მიმდინარეობს გამოძიება.