logo_geo
eng_logo
თბილისის ბაღებსა და პარკებში სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარეების მოიპარეს
- +

7 თებერვალი. 2017. 13:45



შპს „თბილსერვის ჯგუფის" მოვლა-პატრონობაში არსებულ ბაღებსა და პარკებში ვანდალურად დაზიანებულია და მოპარულია სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარეები.


კერძოდ, ვაკის პარკში, ვერის და ვასო გოძიაშვილის სახელობის ბაღებში მოპარულია 27 ძირი ტუია, დაზიანებულია- 484 ძირი კვიდო და საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის განკუთვნილი რამდენიმე ნაგავშემკრები კონტეინერი.


აღნიშნულთან დაკავშირებით საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ ფაქტი დაფიქსირებულია და მიმდინარეობს გამოძიება.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner