აკადემიკოსმა ელიზბარ ჯაველიძემ „ასავალ-დასავალთან" საქართველოს პრეზიდენტების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ზვიად გამსახურდიას მსგავსი მმართველი ქვეყანას არ ჰყოლია, დანარჩენებს საქართველოს ბედი არ აღელვებთ.
„საქართველოს პრეზიდენტებს უყვარს საქართველო?! შევარდნაძეს უყვარდა საქართველო თუ სააკაშვილს უყვარს?! ანდა ამ მარგველაშვილს უყვარს საქართველო?!
ვაი მაგის პატრონს, უბედურს! მე სრული პასუხისმგებლობით ვამბობ: ზვიად გამსახურდიას შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი არ ჰყოლია! დანარჩენები ამერიკის მონები იყვნენ! ეს მარგველაშვილი, პრეზიდენტი რომ ჰქვია, ახლაც მოქმედი მონაა!" - აცხადებს ჯაველიძე.