logo_geo
eng_logo
ნიკა კაცია: სხვის ჯიბეში არ ვიქექები... საკუთარი თავის მაგალითზე ვწერ, რა პირობებში ვმუშაობთ...
- +

7 თებერვალი. 2017. 14:05



„მეორე საზოგადოებრივის" ჟურნალისტი ნიკა კაცია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„ორი წელია მეორე საზოგადოებრივზე ვმუშაობ და:

- ორი გადაცემა მიმყავს და 1500 ლარიც არ მაქვს ხელფასი.

- საეთერო კოსტიუმი (პიჯაკი, შარვალი, პერანგი, ფეხსაცმელი) - სწრაფი სესხით მაქვს ნაყიდი.

- ქუთაისში გადაცემის ჩაწერის დროს ერთხელ ვარ ნამყოფი სასტუმროში. მეცხრე მოწვევის პარლამენტის პირველი სესიის დროს რომ პირდაპირი გვქონდა, ქუთაისიდან.

- სამოსს, კოსტიუმს, ქუთაისის პარლამენტის საპირფარეშოებში/ტუალეტებში ვიცვლი/ვიცვამ. ყოველ მეორე კვირას.

- გასულ წელს, ევროვიზიის პირდაპირ ტრანსლაციას რომ ვუძღვებოდი, ჰონორარის სახით არ ამიღია არცერთი თეთრი.

- გრიმს ჩემით ვიკეთებ, ქუთაისში.

სხვა პრობლემებს აღარ ვწერ და შეიძლება, მე ვიყო მსხვერპლი?!

საზოგადოებრივის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შემდეგ, ვიღებ პასუხისმგებლობას, ვთქვა ის, რისი უფლებაც მაქვს. სხვის ჯიბეში არ ვიქექები. საკუთარი თავის მაგალითზე ვწერ, რა პირობებში ვმუშაობთ ჩვენ, მეორე საზოგადოებრივი", - წერს კაცია.

 

 




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner