logo_geo
eng_logo
პროკურატურამ ციხისძირში სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
- +

18 თებერვალი. 2016. 15:57



მთავარმა პროკურატურამ სოფელ ციხისძირში მდებარე სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. უწყების ინფორმაციით, 2013 წლის 15 თებერვალს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან გადმოგზავნილი მასალების საფუძველზე საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით სოფელ ციხისძირში მდებარე სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე:


„მოცემული საქმის გამოძიების პროცესში დაიკითხა არაერთი მოწმე, ეკონომიკის სამინისტროდან და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგანტოდან გამოთხოვილი იქნა შესაბამისი დოკუმენტაცია, დადგინდა, რომ ქობულეთში, სოფელ ციხისძირში, სანაპირო ზოლში მდებარე სახელმწიფოს კუთვნილი 10 ჰა მიწის ნაკვეთი, ოფშორულ კომპანია REDMAN FEDERATION INC-ის სახელზე, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში სამართალდამცავი ორგანოების უკანონო ჩართულობით, ყალბი დოკუმენტაციის საფუძველზე დარეგისტრირდა. რეგისტრაცია განხორციელდა 2011 წლის 5 აგვისტოს, ეკონომიკის სამინისტროსა და ოფშორულ კომპანია REDMAN FEDERATION INC-ს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე. ხელშეკრულების ხელმოწერაზე ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან უფლებამოსილი პირის დაკითხვით გამოირკვა, რომ ხელმოწერა მას არ ეკუთვნის და მსგავსი სახის ხელშეკრულებაზე ხელი არ მოუწერია, ასევე დადგინდა, რომ ეკონომიკის სამინისტროს ხელშეკრულებაზე ხელმოწერის რწმუნებულება არ გაუცია. ამასთან, ოფშორული კომპანიის წარმომადგენელი, რომლის ხელმოწერაც დაფიქსირებულია ხელშეკრულებაზე, საერთოდ არ არის ნამყოფი საქართველოში", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner