logo_geo
eng_logo
პროკურატურა: მოსამართლეებმა წერილობითი მიმართვები დავით საყვარელიძისგან მიიღეს
- +

7 თებერვალი. 2017. 14:24


 

საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა - ბესარიონ ალავიძემ და პაატა ქათამაძემ წერილობითი მიმართვები მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილის დავით საყვარელიძის სახელით მიიღეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავარი პროკურატურა ავრცელებს.


პროკურატურის ინფორმაციით, მიმართვების ავტორი მოსამართლეებს სთავაზობდა გარკვეული ქმედებების განხორციელებას და ამ ქმედებების სანაცვლოდ არამართლზომიერ სარგებელს.


„ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ 2017 წლის 11 იანვარს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა - ბესარიონ ალავიძემ და პაატა ქათამაძემ საცხოვრებელი სახლის მისამართებზე დ. საყვარელიძის სახელით მიიღეს წერილობითი მიმართვები, რომლითაც მიმართვების ავტორი მოსამართლეებს სთავაზობს გარკვეული ქმედებების განხორციელებას და ამ ქმედებების სანაცვლოდ არამართლზომიერ სარგებელს. ამავდროულად, ხსენებულმა მოსამართლეებმა მათ სარგებლობაში არსებულ მობილურ ტელეფონებზე უცხოური მობილური ტელეფონის ნომრიდან მიიღეს მსგავსი ხასიათის მოკლე ტექსტური შეტყობინებები. ბესარიონ ალავიძემ და პაატა ქათამაძემ მიღებული მიმართვებისა და სატელეფონო შეტყობინებების შესახებ წერილობით აცნობეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს. აღნიშნული ინფორმაცია და მასალები, როგორც აღინიშნა, შემდგომი რეაგირებისთვის გადმოგზავნილი იქნა საქართველოს მთავარ პროკურატურაში. გამოძიებით ასევე დგინდება, რომ ბესარიონ ალავიძესა და პაატა ქათამაძეს მოკლე ტექსტური შეტყობინებები გამოეგზავნათ უკრაინული მობილური ტელეფონის ნომრიდან. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ გამოკითხვისას ორივე მოსამართლემ კატეგორიულად უარყო, გარდა ზემოაღნიშნული შემთხვევისა, მანამდე ან მას შემდეგ, მათ საქმიანობაში ჩარევის ან/და ჩარევის მცდელობის სხვა რაიმე ფაქტის არსებობა", - აცხადებენ პროკურატურაში.


პროკურატურაში განმარტავენ, რომ სატელეფონო ნომრები, საიდანაც აღნიშნულმა მოსამართლეებმა მოკლე ტექსტური შეტყობინებები მიიღეს, გადამოწმების შედეგად დგინდება, რომ უკრაინაშია რეგისტრირებული.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner