logo_geo
eng_logo
ლაშა ნაცვლიშვილი: უკრაინიდან რომ გველაპარაკება ეს სუბიექტი და „მატროსოვზე“ არ ზის, გული მწყდება!
- +

7 თებერვალი. 2017. 16:35


 

 

საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა - ბესარიონ ალავიძემ და პაატა ქათამაძემ წერილობითი მიმართვები მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილის დავით საყვარელიძის სახელით მიიღეს.


პროკურატურის ინფორმაციით, მიმართვების ავტორი მოსამართლეებს სთავაზობდა გარკვეული ქმედებების განხორციელებას და ამ ქმედებების სანაცვლოდ არამართლზომიერ სარგებელს.


აღნიშნულთან დაკავშირებით დავით საყვარელიძემ „tv-პირველის" ეთერში განაცხადა, რომ ეს ყველაფერი არის ფალსიფიკაცია.


საქართველოს მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი „tv-პირველის" ეთერში საყვარელიძის განცხადებას ეხმიანება და ამბობს, რომ გული სწყდება, უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე „მატროსოვის" ციხეში რომ არ ზის.


„ფალსიფიკაციაზე უტიფრად გველაპარაკებოდა ადამიანი, რომლის პროკურორობის პერიოდში ხურჩაში მოაწყვეს ტერორისტული აქტი თვითონ ხელისუფლებამ. დააზიანეს საკუთარი მოქალაქეები პოლიტიკური ინტერესის გამო. ამ პროკურორის პირობებში მოხდა, როდესაც გადაწვევს ქიბარ ხალვაშის საკუთრება. ეს არის პროკურორი, რომლის დროსაც, იმისთვის, რომ გაეწყვიტათ მიზეზშედეგობროვი კავშირი გირგვლიანის მკვლელობასა და იმ სუფრას შორის, რომელზეც დაიწყო კონფლიქტი, მთელმა სახელმწიფო აპარატმა სრული ფალსიფიკაცია მოახდინა. სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ პირდაპირ მიუთითა, რომ პროკურატურამ, შსს-მ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა, პრეზიდენტმა და სასამართლომ ერთობლივად მოახდინეს ფალსიფიკაცია, რათა მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო. ეს არის ადამიანი, რომლის სეიფში, ქალაქის პროკურორობის პერიოდში, 4 წლის განმავლობაში მტვერი ედებოდა ბუტა რობაქიძის საქმეს. პირდაპირ ვამბობ, თუ რამეზე მწყდება გული ჩემი 10-თვიანი პროკურორობის პერიოდში, აი ეს, უკრაინიდან რომ გველაპარაკება ეს სუბიექტი და „მატროსოვზე" არ ზის, აი, ამაზე მწყდება გული. მას წერილის გამოგზავნა კი არ დააბრალეს, ია მეტრეველს შვილი მოუკლეს და მერე კრიმინალად გამოაცხადეს. ამას აყალბებდა თავად საყვარელიძე და თუ რაიმე პრეტენზია არსებობს, ყველა პრეტენზიას ვიღებ ახლა მე. როგორ ბედავენ ეს ნაძირლები, ვინმეს ფალსიფიკაციაზე ილაპარაკონ", - განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner