logo_geo
eng_logo
ლაშა ნაცვლიშვილი: ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ სასამართლო ხელისუფლება ამ ქვეყანაში დაიბადოს
- +

7 თებერვალი. 2017. 17:08



მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი ტელეკომპანია „tv პირველის" ეთერში მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტზე საუბრობს.


ნაცვლიშვილის თქმით, ქართველმა საზოგადოებამ ხელისუფლებასთან ერთად ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ სასამართლო ხელისუფლება, როგორც დამოუკიდებელი ორგანო ჩამოყალიბდეს.

 

„ჩემთვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს, როგორი იქნება სასამართლო ხელისუფლების ბედი საქართველოში. მოვახერხებთ თუ არა ჩვენ, ქართველი საზოგადოება ხელისუფლებასთან ერთად დავიცვათ სასამართლო ნებისმიერი სახის მორალური ტერორისგან. ჩვენ ყველამ ერთად, სასამართლომ პირველ რიგში თავისი თავი, საზოგადოებამ, ხელისუფლებამ, სამართალდამცავებმა და მედიამ - ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებმა, უნდა უზრუნველვყოთ, რომ სასამართლო ხელისუფლება ამ ქვეყანაში დაიბადოს. ეს მტკივნეული პროცესი უკვე მიმდინარეობს, სასამართლომ, ინსტიტუციამ, როგორც თვითმმართველმა ორგანომ, უკვე დაიწყო გაჯანსაღების პროცესი. დარწმუნებული ვარ, რომ სასამართლო გათავისუფლდება და გაჯანსაღდება", - ამბობს ლაშა ნაცვლიშვილი.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner