logo_geo
eng_logo
ლაშა ნაცვლიშვილი: გვარამია ამბობდა, მამუკა ახვლედიანმა მეტი სამსახური გაგვიწია, ვიდრე...
- +

7 თებერვალი. 2017. 17:16



მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი „tv-პირველის" ეთერში საქალაქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანზე საუბრობს.


„ყოფილმა მოსამართლემ მამუკა ახვლედიანმა 800 000 ამერიკული დოლარი გადაიხადა კომპანიის წილში და 1 თვის შემდეგ აიღო შესაბამისი აქტივის ყიდვისთვის კრედიტი, ეს ხომ ვნახეთ. ჩვენ მოვისმინეთ ნიკა გვარამიასა და ახვლედიანის საუბრის ფარული ჩანაწერი, და მისი ავთენტურობა დაადასტურა თავად გვარამიამ, სადაც საუბარი იყო 6 მილიონზე. ჩვენ ბოლოს მოვისმინეთ კიდევ ერთი ფარული ჩანაწერი, სადაც ნიკა გვარამია ეუბნება ადეიშვილს, რომ გაცილებით მეტი სამსახური გაგვიწია მამუკა ახვლედიანმა, ვიდრე ალავიძემ და ქათამაძემო. ეტყობა, უკმაყოფილოა, რომ პირდაპირ უკანონო გადაწყვეტილება არ გამოიტანეს ამ მოსამართლეებმა და ზედა პალატაში აიტანეს საქმე.

 

შეხედეთ ლოგიკას, მე არც ავთენტურობაზე ვლაპარაკობ და არც მის მტკიცებულებით ძალაზე, როგორც იურისტი. მინდა, რომ დაინახოთ ლოგიკა - „ნაციონალური მოძრაობა", მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია ახორციელებენ ფრონტალურ შეტევას სასამართლოზე, საკუთრებაზე და სიტყვის თავისუფლებაზე. ისინი კი არ იცავენ სიტყვის თავისუფლებას, სასამართლოს დამოუკიდებლობას, ისინი უტევენ. ამიტომ, ჩვენი, ყველას ვალია, რომ დავიცვათ სასამართლო და გადავარჩინოთ", - განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner