ქუთაისის მერიის წარმომადგენელი ტატო ლილუაშვილი facebook-ზე შემდეგ პოსტს აქვეყნებს:
„ნეტა, დღეს რომ ერთი ხის გადარგვას გადაყვნენ, ის ადამიანები სად იყვნენ, სააკაშვილის დროს, ქუთაისში აღმაშენებლის ქუჩაზე ასობით, ახლადაყვავებული ნეკერჩხლის ხე რომ გადატეხეს და ამოძირკვეს? ქურდულად, ღამე მუშაობდნენ სწორედ რომ ერთი ადამიანის "ხუშტურის" დასაკმაყოფილებლად. რაღაც არ მახსოვს ასეთი აქტიურობა და ერთსულოვნება. ის ხეები ოტია იოსელიანის საჩუქარი იყო", - წერს ლილუაშვილი.