ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი სოციალური ქსელში ჟურნალისტ ნინო მიქიაშვილთან დაკავშირებით შემდეგი სახის პოსტყს აქვეყნებს:
„რამდენიმე წლის წინ ნინო მიქიაშვილი ნაზი შამანაურის სახელობის ოქროს მედლით დაჯილდოვდა. ეს ჯილდო ზუსტად შეესაბამება მიქიაშვილის ჟურნალისტურ საქმიანობას, მის პრინციპულ, რაც მთავარია, ეროვნულ სულისკვეთებასა და პოზიციებს მთელ რიგ საკითხებთან მიმართებაში, როგორიცაა საყდრისი, საქართველოს მუზეუმებში შემქნილი ვითარება, თავის დროზე- სვანეთის საგანძური... ძალიან ვამაყობ, რომ ის ჩემი მეგობარია. კარგი იქნება, რომ ქართულ ჟურნალისტიკას ბევრი ნინო მიქიაშვილი ჰყავდეს",- წერს ინაშვილი.