logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა: ეს არხი 60 წელია არსებობს და საზოგადოებას არასდროს ემსახურებოდა!
- +

7 თებერვალი. 2017. 21:22



„მე ვფიქრობ, რასაც ველოდი ზუსტად ის მოხდა. ის, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებელი" პრაქტიკულად აღარ არსებობს ჩემთვის დიდიხანია ცნობილია. ჩემთვის გაურკვეველია იმ ადამიანების აქტივობა, რომელიც კაცმა არ იცის რით იყო დაკავებული ამ ხნის განმავლობაში, იმ ავარიულ და სამარცხვინო შენობაში. რაში იღებდნენ ხელფასს და რა ბორდს წარმოადგენდნენ, რას აკეთებდნენ, იმიტომ რომ მაინც და მაინც ვასილ მაღლაფერიძე უნდა მისულიყო იქ, რომ ის კატასტროფა, რომელშიც ისინი ყოველდღე იმყოფებოდნენ და რასაც ყოველდღე ხედავდნენ იმ შენობაში საზოგადოებისთვის ცნობილი გამხდარიყო?!", - ამის შესახებ  რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ ტელეკომპანია „მაესტროს" ეთერში ისაუბრა. როგორც ხაინდრავა აღნიშნავს, „საზოგადოებრივი მაუწყებლის" ბორდი შექმნილი იყო იმისთვის, რომ მოსახლეობას სცოდნოდა სად მიდიოდა მილიონობით ლარი.


„ბორდი ზუსტად იმისთვის იყო არჩეული და მოწოდებული, რომ საზოგადოებას სცოდნოდა სად მიდის ის ათეულობით მილიონი ლარი, რომელსაც ყველა ჩვენგანის ჯიბიდან იღებენ. როგორც აღმოჩნდა მიდის „კარმოშკაში". ერთად ერთი რაც გააკეთა ვასილმა საზოგადოებას გააცნო რეალური მდგომარეობა და საკუთარი ხედვა, გეგმა წარმოადგინა. სურათი ნათელია იმ შენობაში იყოფნა არის სახიფათო. ეს ყველამ იცის მათ შორის იმათმაც, ვინც აპროტესტებენ", - აღნიშნა ხაინდრავამ.

 

ხაინდრავამ ასევე ისაუბრა იმ ადამიანებზეც, რომლებიც აპროტესტებენ უკვე რამდენიმე დღეა „საზოგადოებრივ მაუწყებელში" დაწყებულ რეფორმებს და აღნიშნა, რომ მატი კითხვები უადგილოა.


„ისტერიაში არიან. უადგილოა მათი კითხვები. აქ არის რამდენიმე კითხვა, შესაძლებელია თუ არა ამ პირობებში „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" გააგრძელოს მუშაობა? რაც საზოგადოებამ ბოლო 2 დღეში ნახა ამ კითხვას პასუხი გაეცა. შემდეგი კითხვა არის, რა ვქნათ? ეს კითხვა უნდა აწუხებდეთ პირველ რიგში იმ ადამიანებს, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობდნენ ტელევიზიაში, რადგან თუ რამე აუფეთქდებათ მოწყობილობა ან ჩამოენგრევათ თავზე ჭერი მათ პირველრიგში და არა ჩვენ. მთავარი არის იმ კატასტროფული მდგომარეობის გადარჩენა და გამოსწორება, რომელიც ამ არხზე შეიქმნა",- აღნიშნა ხაინდრავამ.


რეჟისორმა ასევე ხაზი გაუსვა იმ საკითხს, რომ ტელევიზია 60 წლელია არსებობს და ამ პერიოდის განმავლობაში არასდროს ყოფილა საზოგადოების სამსახურში.


„საერთოდ ეს არხი 60 წელია არსებობს და საზოგადოებას არასდროს ემსახურებოდა. მაგისთვის არასდროს ყოფილა შექმნილი, ის იყო იდეოლოგიის მატარებელი. ამ მდგომარეობის შეცვლის შანსი გაჩნდება, თუ გადახალისება და ახალი სახით წარსდგება საზოგადოების წინაშე", - დასძინა ხაინდრავამ.


ხაინდრავა მიიჩნევს, რომ გამოძიება უნდა ჩატარდეს არა მხოლოდ 410 მილიონზე არამედ ძიება გადაცემა „პიკიდან" უნდა დაიწყოს.


„არა მხოლოდ 410 მილიონზე უნდა დაიწყოს ძიება, არამედ „პიკიდან", რადგან ჩემი ინფორმაციით იქ არანორმალური ხელფასი იყო 40 000 ლარი, 20 000 დოლარი განაპოლსკებს ჰქონდათ. საერთოდ რას ემსახურებოდა ეს „პიკი", რა იდეოლოგიას ატარებდა და ა.შ. ეს ყველაფერი ხომ ჩვენი ჯიბიდან მიდიოდა. თუ ეს იქ არავის ადარდებს და მხოლოდ საკუთარი პერსონა, გადაცემები, რომლის ფასიც საზოგადოებაში არის 2,8%-ია. ასეთი მაყურებელი ჰყავს საზოგადოებაშ და ეს ყველამ იცის. ამ არხს, რომ პრაქტიკულად არავინ უყურებს დარწმუნება ადვილია. გადაცემის ავტორების ძალიან კარგად მესმის, მაგრამ ის უფრო სახიფათოა ჭერის ჩამონგრევა.  ეს ადამიანები მხოლოდ საკუთარი პერსონით და პოლიტიკურად ანგაჟირებულები არიან", - აღნიშნა რეჟისორმა.


როგორც ხაინდრავამ განაცხადა, „საზოგადოებრივი მაუწყებელი" მთლიანად დასაშლელია. ის მიიჩნევს, რომ ტელევიზია ქალაქგარეთ უნდა გადავიდეს და თავიდან აშენდეს. ხაინდრავამ ასევე დასძინა, რომ თუ დღევანდელი მდგომარეობა გაგრძელდება, „საზოგადოებრივი მაუწყებელი" მაუწყებლობას 4-5 თვეში მაინც შეწყვეტს მნიშვნელობა არ ექნება გენერალური დირექტორი ვინ იქნება.


„ჩემი მიდგომა იქნებოდა ასეთი, პირისაგან მიწისა უნდა აღიგაოს „საზოგადოებრივი მაუწყებელი", შენობიან ბუდიანად. უნდა აშენდეს ცალკე შენობა სადღაც შემოგარენში, როგორც ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში, სტუდიები აეწყოს თავიდან, ნაყიდი იყოს ის აპარატურა, რომელსაც საზოგადოება ითხოვს საკუთარი არხის წინაშე და ამის შემდეგ დაიწყოს ახალი ტელევიზიის აშენება. მე იმ შენობის წინააღმდეგიც ვარ, რადგან მისგან ქართულ საზოგადოებას კარგი არაფერი არ ახსოვს. თუ ასეთი არხი უნდა არსებობდეს თავიდან-ბოლომდე განახლებას საჭიროებს. საკითხი როგორც ვასილ მაღლაფერიძემ დააყენა, მეტყველებს პროფესიონალიზმზე. მოვიდა, შეხედა რა ხდება და თქვა, რომ მდგომარეობაა კატასტროფული. დანარჩენი გადაწყვიტოს ბორდმა, ტელევიზიის თანამშრომლებმა შეიკრიონ იმსჯელონ, ამას დაემატება ის ე.წ. არასამტავრობოები, ექსპერტები. გადაცემები კი თავისით გაჩერდება, 3-4 თვეში ეს არხი ისედაც გაჩერდება, არ აქვს მნიშვნელობა ვასიკო იქნება, პეტრე, პავლე თუ ივანე. ეს ყველამ იცის, ყველაზე კარგად კი იმათ ვინც ყველაზე მეტს ყვირის", - განაცხადა გოგოა ხაინდრავამ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner