logo_geo
eng_logo
ეკონომიკის სამინისტრო „საზოგადოებრივი მაუწყებელის“ შენობა-ნაგებობების გასხვისების საკითხზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
- +

7 თებერვალი. 2017. 21:52



საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო„საზოგადოებრივი მაუწყებლის" შენობასთან დაკავშირებიტ  განცხადებას ავრცელებს.


„2016 წლის ნოემბერში სააგენტოში წარმოდგენილი იყო „საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის წერილი (15464/12; 30.11.2016), რომელსაც დანართის სახით ახლდა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა. წერილში აღნიშნული იყო, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებლის" არსებული შენობა არის საკმაოდ მძიმე ავარიულ მდგომარეობაში, განსაკუთრებით მისი ადმინისტრაციული ნაწილი, რის გამოც ახალი „ნიუსრუმის" მშენებლობისთვის ითხოვდნენ ალტერნატიული ფართის გამოყოფას და ამ თემაზე მოლაპარაკებების დაწყებას.

 

სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ გამოთქვა მზადყოფნა, „საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის" მოეძებნა და შეეთავაზებინა ალტერნატიული ქონება (მიწის ნაკვეთი), თუმცა, „საზოგადოებრივი მაუწყებლის" ახალმა ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, „საზოგადოებრივი მაუწყებლის" ამჟამინდელ ტერიტორიაზე, (ე.წ. მესამე კორპუსში) საკუთარი ხარჯით უზრუნველყოს ახალი კორპუსის მშენებლობა. მათი განცხადებით, მესამე კორპუსი არის აბსოლუტურად მყარი და მის რემონტს გაცილებით ნაკლები სახსრები დასჭირდება, ვიდრე ახალი შენობის აშენებას სხვაგან. მათივე ინფორმაციით, ასევე გაცილებით მოკლე ვადაშია შესაძლებელი შენობის რეკონსტრუქცია და თანამედროვე სტანდარტებზე მორგება.

 

აქედან გამომდინარე, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო განმარტავს, რომ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი" ამ დროისთვის კოსტავას 68-ში მდებარე შენობა-ნაგებობების გასხვისების საკითხს არ განიხილავს", - ნათქვამია განცხადებაში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner