შორენა ბეგაშვილის ქალიშვილი ამ დრომდე იაშვილის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. 14 წლის პაციენტს მრავლობითი მოტეხილობები აქვს, თუმცა დაზიანებები ამ ეტაპზე სიცოცხლისთვის საშიში არ არის.
ბეგაშვილის შვილი გუშინ საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულიდან გადმოვარდა.