logo_geo
eng_logo
ციხეში ტექნიკის შეგზავნა შესაძლოა აიკრძალოს
- +

7 თებერვალი. 2017. 22:05



სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრისთვის ტელევიზორის და რადიომიმღების შეგზავნა შესაძლოა აიკრძალოს.


პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის თანახმად, პატიმრებმა ტექნიკა, რომლის გამოყენების უფლებაც აქვთ, ციხის ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში უნდა შეიძინონ.


განმარტებით ბარათში ცვლილებების მიზეზად ტელევიზორების და რადიომიმღებების დახმარებით ციხეში აკრძალული ნივთების მოხვედრის პრაქტიკაა დასახელებული.


კანონოპროექტის ინიციატორი მთავრობა, ავტორი კი, სასჯელარსრულების და პრობაციის სამინისტროა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner