სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრისთვის ტელევიზორის და რადიომიმღების შეგზავნა შესაძლოა აიკრძალოს.
პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის თანახმად, პატიმრებმა ტექნიკა, რომლის გამოყენების უფლებაც აქვთ, ციხის ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში უნდა შეიძინონ.
განმარტებით ბარათში ცვლილებების მიზეზად ტელევიზორების და რადიომიმღებების დახმარებით ციხეში აკრძალული ნივთების მოხვედრის პრაქტიკაა დასახელებული.
კანონოპროექტის ინიციატორი მთავრობა, ავტორი კი, სასჯელარსრულების და პრობაციის სამინისტროა.