logo_geo
eng_logo
ბათუმში „კარფური“ გაიხსნება
- +

8 თებერვალი. 2017. 00:14



2017 წლის ზაფხულში ჰიპერმარკეტების  ქსელი „კარფურ ჯორჯია" ბათუმში ფილიალის გახსნას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას „ბათუმელები" ავრცელებს. „კარფურში" ამბობენ, რომ ახალ სუპერმარკეტში 200-მდე ადამიანი დასაქმდება. ორგანიზაციამ რამდენიმე ვაკანსია უკვე გამოაცხადა.


„ბათუმის კარფურის მარკეტი განთავსდება ახალი ბათუმის ტერიტორიაზე, იუტიციის სახლის მიმდებარედ და იქნება კარფურის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, ადგილობრივ ბაზარს მორგებული დიდი სუპერმარკეტი.

 

გეგმების მიხედვით, კარფური გააგრძელებს რეგიონალურ განვითარებას ჯერ ბათუმში, შემდეგი ორი წლის განმავლობაში კი - საქართველოს სხვა ქალაქებში", - ამბობენ კომპანიაში.


საჯარო რეესტრის ინფორმაციით,  კომპანია „მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯიამ", რომელიც წარმოადგენს „კარფურის" ქსელს საქართველოში,  აიღო იჯარით ტბელ აბუსერისძის ქუჩაზე (რკინის თაღთან) მდებარე შენობა, რომელიც „ვისოლი ჯგუფს" ეკუთვნის.  „ვისოლი ჯგუფი" ამ ადგილას „სმარტისა" და „დანკინ დონატსის" გახსნას აპირებდა.


„კარფურ ჯორჯიამ" პირველი ჰიპერმარკეტი თბილისი მოლში გახსნა 2012 წელს. ამჟამად  ორგანიზაციას თბილისის მასშტაბით ოთხი სუპერმარკეტი და ორი ჰიპერმარკეტი აქვს.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner