logo_geo
eng_logo
გიორგი ფოფხაძე: დღესვე წავალ „საზოგადოებრივი მაუწყებლიდან“...
- +

8 თებერვალი. 2017. 00:53



საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და „საზოგადოებრივი მაუწყებლის" დირექტორის მრჩეველს, ია ანთაძეს მიმართავს:

 

„მოამბე" არის ძალიან არაკონკურენტუნარიანი სხვა ტელევიზიებთან", - ეს განცხადება „საზოგადოებრივი მაუწყებლის" დირექტორის მრჩეველმა, ია ანთაძემ გადაცემა „პრიორიტეტის" პირდაპირ ეთერში გააკეთა.

 

ია, ჩემო კარგო, მაგას არ ვყვირივარ ამდენი ხანი მე? თან მე იმასაც ვამბობ დღემდე რომ, ამ ყველაფრის გაჯანსაღება ჟურნალისტებია ხარჯზე კი არა მისი ახლანდელი მენეჯმენტის მიბრძანებით უნდა დაიწყოთ, სხვა შემთხვევაში შედეგი იქნება იგივე- არაკონკურენტუნარიანი.

 

„მოამბეს" ჰყავს ძალიან კარგი ჟურნალისტები და უძალიანცუდესი მენეჯმენტი, თუ ვინმე მეტყვის რა გააკეთა ნორმალური მიმდინარე და ახალი ამბების დეპარტამენტის ხელმძღვანელობამ ამ ბოლო ერთი წლის მანძილზე ქმედითუნარიანი... მე გიორგი ფოფხაძე, 30 წლიანი გამოცდილების ჟურნალისტი... დღესვე წავალ „საზოგადოებრივი მაუწყებლიდან", - წერს ფოფხაძე. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner