logo_geo
eng_logo
ია ანთაძე: „მოამბეში“ კვალიფიკაციის პრობლემა რომ არის, ამაზე საუბრობენ თვითონ თანაშრომლები!
- +

8 თებერვალი. 2017. 00:55



„საზოგადოებრივი მაუწყებლის „გენერალური დირექტორის მრჩეველი, ია ანთაძე ტელეკომპანია „იბერიას" ეთერში „მოამბესთან" დაკავშირებით საუბრობს. როგორც ანთაძე აღნიშნავს, საინფორმაციო გამოშვებას სერიოზული პრობლემები აქვს.


„მოამბეში" კვალიფიკაციის პრობლემა რომ არის, ამაზე საუბრობენ თვითონ თანაშრომლები. მათთან იყო არაერთი შეხვედრა, როდესაც ავიღეთ დაფა და ჩამოვწერეთ რაში ხედავდნენ ისინი პრობლემებს, №1 პრობლემა იყო კვალიფიკაციის პრობლემა.

 

ჩვენ ვეყრდნობით ხედვას, რომ საინფორმაციო სამსახური რჩება და ძლიერდება. ძლიერდება იმიტომ, რომ იყოს დაკომპლექტებეული მხოლოდ კვალიფიციური ჟურნალისტებით, პროდიუსერებით და ა.შ.

 

„მოამბე" როგორც სამსახური, იყო ძალიან არაკონკურენტუნარიანი, სხვა საინფორმაციო გადაცემებთან, მათ შორის GDS -თან.

 

ჟურნალისტების დიდ ნაწილს ბევრად დაბალი ანაზღაურება აქვს, ვიდრე მათ კოლეგებს სხვა ტელევიზიებში. „მოამბეში" ანაზღაურება მკვეთრად დაბალია, ვიდრე სხვაგან. ბევრი ადამიანი „მოამბიდან" ამის გამო წავიდა",- განაცხადა ანთაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner