ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„საბრალო ელისაშვილი... რა დღეშია! დღეს სასამართლო პროცესზე მივაბრძანე, სადაც მის წინააღმდეგ შეტანილი ჩემი სარჩელის განხილვა იყო და ისეა გამწარებული, გაავებული ლამის გული ამიჩუყოს. არაფერი აღარ დარჩა ამ იაფფასიანი ცრუპენტელასაგან და იმსხვერპლა საკუთარმა უზნეობამ!",- წერს ბესელია.